კვების ტექნოლოგიის მიმართულება -დაკუპაჟების სპეციალისტის დამხმარე
მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 17 მ
კომპანია: არომაპროდუქტი / Georgia’s Natural
გაინტერესებს სასმელების და სოუსების წარმოების ტექნოლოგიური პროცესი და გინდა მიღო პრაქტიკული გამოცდილება საწარმოში?
მაშინ ეს პოზიცია შენთვის არის შექმნილი
ჩვენ ვეძებთ კვების ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს რომლებსაც სურთ პროფესიულ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა და განვითარება.
ფუნქცია მოვალეობები:
- დაეხმაროს კუპაჟის სპეციალისტს კუპაჟირების პროცესის შესრულებაში;
- უზრუნველყოს ავზებისა და ხელსაწყოების გამზადება სამუშაოსთვის (დამუშავება, რეცხვა, დეზინფექცია);
- აწარმოოს ნედლეულის მიღება, მითვლა და კუპაჟირებისათვის მომზადება;
- უზრუნველყოს ნედლეულის, კუპაჟირებული პროდუქტის და დამატებული ინგრედიენტების ზუსტი აღრიცხვა;
- დაიცვას ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტები სამუშაო პროცესში;
- სამუშაო დასრულების შემდეგ მოაწესრიგოს სამუშაო ადგილი;
- შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებები, რომლებიც უკავშირდება კუპაჟირების და ხარშვების პროცესის შეუფერხებელ მიმდინარეობას.
ვის ვეძებთ
- კვების ტექნოლოგიის ან შესაბამისი მიმართულების კურსდამთავრებულებს და სტუდენტებს
- სასმელების/კვების წარმოების ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებულ პირებს
- ყურადღებიან, დეტალებზე ორიენტირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირებს
- მათ ვინც მზად არის ისწავლოს პრაქტიკული სამუშაო პრეცესიდან და განვითარდეს ;
ჩვენ გთავაზობთ:
- 7 საათიან სამუშაო გრაფიკს (07:00-14:00 ან/და 14:00-21:00 საათამდე
- ანაზღაურება საათსი 8 ლარი ,თვეში სულ მცირე 1400 ლარიდან
- ზეგანაკვეთურის ანაზღაურება 125%
- სადღესასეაულო დღეებში მუშაობის შემთხვევაში 200 %
- სტაბილურ სამუშაო გამოცდილებას
- პრაქტიკულ ცოდნას ტექნოლოგიურ პროცესების მიმართულებით
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას საწარმოს ტექნოლოგიურ მიმართულებაში
განვითარდი ჩვენთან ერთად და გახდი ქართული ორგანული ბრენდის წარმატების ნაწილი! ����✨