ვაკანსიები
ჩვენს შესახებ
დატოვე CV
LinkedIn
Facebook
ბმულის კოპირება
დატოვე CV
ვაკანსიები
ჩვენს შესახებ
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
ბათუმი
ყვარელი
გაფილტვრა
განულება
დასახელება
თარიღი
ფილტრი
მექანიკოსი - თბილისი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-05-19 - 2026-08-31
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას ,გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანულ ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ. კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკურ სამსახურში მექანიკოსის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს მანქანა-დანადგარების გამართულ მუშაობას.სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გურამიშვილის გამზირი N17მსამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00 სთ (12 საათიანი გრაფიკი), კვირაში 3 დღე დასვენება ფუნქცია მოვალეობებიწარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარებისა და მაცივრების მართვა;დანადგარების მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა;პრევენციული სამუშაოების ჩატარება და განახლება;მანქანა-დანადგარის ფუნქციების გაანალიზება და მისი კონტროლი სამუშაო პროცესში;მექანიკური სამუშაოების წარმოება;ახალი დანადგარების მონტაჟი/ექსპლუატაცია;უშუალო მენეჯერის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება მოთხოვნისამებრ. საკვალიფიკაციო მოთხოვნებიუმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;საწარმოო დანადგარების შეკეთების გამოცდილება;ინგლისური და რუსულის ენების ცოდნა საბაზისო, ტექნიკურ დონეზე. უნარებიგუნდური მუშაობის უნარიმექანიკური აზროვნების უნარიორგანიზებულობადეტალებზე ორიენტირებულობააქტიური რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" გისურვებთ წარმატებას! თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "არომაპროდუქტის" მიერ (ს/ნ: 200002362; იურ. მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ, საფოსტო ინდექსი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: career@georgiasnatural.com; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.
შესყიდვების სპეციალისტი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-02-10 - 2026-08-07
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 19 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა და ა.შ. კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural არომაპროდუქტი/Georgia’s Natural აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 17მ სამუშაო საათები: 09:30-18:30 დასვენება: შაბათი, კვირა ფუნქცია მოვალეობები: დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად; ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მომწოდებლების მოძიება; საჭიროების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობა და ტენდერების გამოცხადება; შესყიდვების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; შესყიდვების პროცესის დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება; პერიოდული ანგარიშების მომზადება შესყიდვების სტატუსის, კონტრაგენტების მონაცემებისა და გადაცდომების შესახებ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office : Word, Excel, PowerPoint ცოდნა; ინგლისურის C1 დონეზე ცოდნა; ტენდერებზე მუშაობის გამოცდილება; PO-ებისა და სხვა დოკუმენტაციების შედგენის გამოცდილება. თვისებები რომელიც დაგეხმარებათ ჩვენს გუნდში სამუშაოდ: პოზიტიური აზროვნება; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ანალიტიკური აზროვნება; დეტალებზე ორიენტირებულობა; პუნქტუალურობა. "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural"- ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური გისურვებთ წარმატებას!
დასახელება
თარიღი
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
ბათუმი
ყვარელი
გაფილტვრა
განულება