არომაპროდუქტი/Georgia`s Natural

კომპანია "არომაპროდუქტი / Georgia’s Natural"

„Georgia’s Natural / არომაპროდუქტი“ 2006 წლიდან საქართველოში ორგანული პროდუქტის წარმოების ლიდერია. ჩვენ ვანხორციელებთ ორგანული ნედლეულის მოყვანას, შეგროვებას, გადამუშავებას და რეალიზაციას, საერთაშორისო სტანდარტების სრული შესაბამისობით.

კომპანია მართავს:

  • ორგანულ ბაღებს ყვარელში,
  • თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ წარმოებებს ყვარელსა და თბილისში,
  • საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს,
  • საცალო გაყიდვებს საქართველოს ბაზარზე, თბილისის და ბათუმის ორგანული ბარების მეშვეობით.

ჩვენი საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

www.georgiasnatural.com

Facebook: Georgia’s Natural

ჩვენი მისია

ჩვენ ვაქცევთ ბუნების ნაყოფს საერთაშორისო ორგანულ ბრენდად და ვუზიარებთ მსოფლიოს საქართველოს გემოს, ენერგიასა და სულს.

„Georgia’s Natural“-ის მიზანია, საქართველოში წარმოებულმა ქართულმა ბრენდმა შექმნას გლობალური ორგანული ისტორია რომელიც ასახავს ქვეყნის ბუნებრივ პოტენციალს, შრომისმოყვარეობას და სიყვარულს ადამიანისა და გარემოს მიმართ.

ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს მსოფლიო ორგანული ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი — ქვეყანა, სადაც ბუნება და ინოვაცია ერთად ქმნიანანსიცოცხლის ძალას.

ჩვენი პროდუქტები

„Georgia’s Natural“ აწარმოებს და ექსპორტზე აგზავნის პრემიუმ ხარისხის ორგანულ პროდუქტებს: • 100% სუფთა წვენები • ხილისა და ბოსტნეულის რბილობები • IQF გაყინული პროდუქცია • სოუსები და სანელებლები • ხილის მშრალი და კონსერვირებული პროდუქტები

დღეს ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია 19-მდე ქვეყანაში -ამერიკიდან იაპონიამდე - მსოფლიოს წამყვანი ბიო მაღაზიებისა და სუპერმარკეტების ორგანულ თაროებზე.

ჩვენი პარტნიორები

აშშ • კანადა • იაპონია • ავსტრალია • ისრაელი • ყატარი • საუდის არაბეთი • გაერთიანებული არაბთა საამიროები • სამხრეთ კორეა • ჩინეთი • სინგაპური • მალაიზია • ტაივანი • ვიეტნამი • მონღოლეთი • ყაზახეთი • უკრაინა • რუსეთი

ჩვენი პარტნიორები გვენდობიან, რადგან ვიცავთ სტაბილურ ხარისხს, გამჭვირვალე წარმოების კულტურას და ბუნებისადმი სიღრმისეულ პასუხისმგებლობას.

ჩვენი გამოცდილება

მრავალწლიანი თანამშრომლობა საერთაშორისო ბაზრებთან და სერტიფიცირების ორგანიზაციებთან გვაძლევს შესაძლებლობას: • მუდმივად შევისწავლოთ ბაზრის ტენდენციები და მომხმარებელთა მოთხოვნები; • შევქმნათ ინოვაციური, უნიკალური რეცეპტებით დამზადებული პროდუქტები; • შევინარჩუნოთ ბუნებრივი პროდუქტის ყველა სასარგებლო თვისება; • ვიყოთ ჩართული გლობალურ ორგანულ ლოგისტიკურ და სტანდარტიზაციის სისტემებში.

ჩვენი ფასეულობები

ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც იწყება ბუნებიდან და სრულდება სიყვარულით. ჩვენი გუნდის თითოეული ნაბიჯი ეფუძნება ფასეულობებს, რომლებიც გვაერთიანებს და გვაიძულებს ყოველდღიურად გავაკეთოთ უკეთესი არჩევანი-ადამიანის, გარემოსა და ქვეყნისთვის.

„ჩვენ არ ვაწარმოებთ მხოლოდ პროდუქტს -ჩვენ ვიცავთ ბუნებას.“

ერთიანობა და გუნდის ძალა თითოეული თანამშრომელი არის საერთო მიზნის ნაწილი - ბაღიდან შეფუთვამდე, იდეიდან ექსპორტამდე.

„ერთი გუნდი - ერთი მიზანი.“

ხარისხი გლობალური სტანდარტით ჩვენი პროდუქტი შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სერტიფიკატებს — ISO, FSSC, EU Organic, USDA Organic.

„ხარისხი - ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.“

ინოვაცია და უწყვეტი განვითარება ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს, რომ ბუნებრივი უკეთესი გავხადოთ.

„ინოვაცია იწყება იმ მომენტიდან, როცა ვწყვეტთ ძველის გამეორებას.“

სოციალური პასუხისმგებლობა ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვეხმარებით ადგილობრივ ფერმერებს და ვავრცელებთ ორგანულ კულტურას საქართველოში.

„ვზრუნავთ ადამიანებზე, გარემოზე და მომავალზე.“

სიყვარული საქმისადმი ჩვენ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ. ეს სიყვარული იგრძნობა თითოეულ ბოთლში, თითოეულ გემოში და თითოეულ გუნდურ შეხვედრაში.

„სიყვარული -ჩვენი შთაგონების ძალაა.“

შემოუერთდი ჩვენს გუნდს

„Georgia’s Natural“ - ეს არის გუნდი, რომელიც ყოველდღიურად წერს საქართველოს ორგანულ ისტორიას. თუ შენც გწამს ბუნების ძალის, სხვებზე ზრუნვის და განვითარების - შემოგვიერთდი. ერთად შევქმნათ მომავალი.