მექანიკოსი - ყვარელი
19-05-2026 - 30-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებასა და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანულ ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ წარმოებას ყვარელსა და თბილისში,  საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან  საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისისა და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში  წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით. ჩვენი საექსპორტო ბაზარი მოიცავს 40 ქვეყანას: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია,  ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.

 

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com  ან Facebook გვერდზე georgias natural                                                                              

არომაპროდუქტი/Georgia’s Natural ყვარელში ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკურ სამსახურში, მექანიკოსის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს მანქანა-დანადგარების გამართულ მუშაობას.

სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი, დ. აღმაშენებლის ქ. 105, ყვარლის ტბის მიმდებარედ.

                                                                                                                        
სამუშაო საათები: 09:00 - 21:00 სთ (12 საათიანი გრაფიკი), კვირაში 3 დღე დასვენება

 კონკურენტული ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

ძირითადი ამოცანა:

მექანიკოსის მთავარი ამოცანაა საწარმოო ხაზებისა და დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოფხვრა და პროფილაქტიკური მომსახურების განხორციელება.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწარმოო დანადგარების (ჩამომსხმელი, პასტერიზატორი, ეტიკეტირების და შეფუთვები და სხვა) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • გეგმიური ტექნიკური მომსახურებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება;
  • ახალი დანადგარების მონტაჟი/ექსპლუატაცია;
  • საწარმოო პროცესის შეუფერხებლობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა და სამუშაო ფორმების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მექანიკოსად ან ტექნიკურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1–2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სასმელების ან კვების საწარმოში);
  • ტექნიკური ცოდნა მექანიკური და ჰიდრავლიკური სისტემების შესახებ;
  • პრობლემების სწრაფი დიაგნოსტირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

უნარები

  • მექანიკური აზროვნების უნარი
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • აქტიურ რეჟიმში მუშაობის გამოცდილება

 

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!