შესყიდვების სპეციალისტი
10-02-2026 - 07-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია არომაპროდუქტი/Georgia’s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. 

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 19 ქვეყანას მოიცავს: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია,  ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა,სამხრეთ აფრიკა  და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე www.georgiasnatural.com   ან Facebook გვერდზე georgias natural

არომაპროდუქტი/Georgia’s Natural აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, გურამიშვილის 17მ 

სამუშაო საათები: 09:30-18:30 

დასვენება: შაბათი, კვირა 

 

                 

ფუნქცია მოვალეობები: 

 

  • დეპარტამენტებთან  კოორდინირებული მუშაობა შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციის დასაზუსტებლად; 
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მომწოდებლების მოძიება; 
  • საჭიროების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობა და ტენდერების გამოცხადება; 
  • შესყიდვების  დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; 
  • შესყიდვების პროცესის დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება; 
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება შესყიდვების სტატუსის, კონტრაგენტების მონაცემებისა და გადაცდომების შესახებ. 

 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office : Word, Excel, PowerPoint ცოდნა; 
  • ინგლისურის C1 დონეზე ცოდნა; 
  • ტენდერებზე მუშაობის გამოცდილება; 
  • PO-ებისა და სხვა დოკუმენტაციების შედგენის გამოცდილება. 

 

 

 

თვისებები რომელიც დაგეხმარებათ  ჩვენს გუნდში სამუშაოდ: 

  • პოზიტიური აზროვნება; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პუნქტუალურობა. 

 "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural"- ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!